თუკი არჩევნებს როგორც ფიქციას განვიხილავთ, რომელშიც მოსკოვი თავს მოახვევს აფხაზ ხალხს მის ფავორიტ კანდიდატს, შედეგები სერიოზულად დაასუსტებს აფხაზეთის პოზიციას, რომელიც დამოუკიდებლობისკენ მიისწრაფვის. შესაბამისად ეს გააძლიერებს საქართველოს მთავრობის პოზიციას, რომლის თანახმად აფხაზეთის დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსული ექსპანსიონიზმის ფასადია.
აფხაზები ახლა აცნობიერებენ, რა ტიპის პრობლემებს აწყდებიან რუსეთთან მიმართებაში, ამიტომაც არის უკმაყოფილება, პატარ-პატარა კონფლიქტები, თუმცა ეს არ არის საკმარისი, რომ გააანალიზონ და საბოლოო გადაწვეტილება მიიღონ. ახლა კრემლი ეცდება იმ კანდიდატის გაყვანას, რომელიც შეძლებს ამ პრობლემების მოგვარებას. ბაღაფში ამ როლის შესრულებას ცდილობდა.
ჟენევის მოლაპარაკებები, შესაძლოა, შეწყდეს.როგორც საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია აცხადებს, უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებებს იმ სახელმწიფოსთან, რომელიც დიალოგის პარალელურად საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტულ აქტებს გეგმავს და ახორციელებს, აზრი ეკარგება.